ორგანიზიიცს გაფართოების მიზნით, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია “MSF” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტი (დოკუმენტაცია და ტრანსპორტირება) პოზიციაზე ქ. ფოთში.
მოცემული პოზიცია მოაზრება, როგორც საწყისი ეტაპი კომპანიაში, შიდა საოპერაციო პროგრამის (Odoo) სრულად გამართვისა და ლოჯისტიკური პროცესების შესწავლის შემდგომ, წარმატებული კანდიდატი დაწინაურდება და გადავა „ქეისის მენეჯერის“(Case Manager) პოზიციაზე.
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას Case Manager-ის პოზიციამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- დოკუმენტაციის ელექტრონული და ფიზიკური არქივის წარმოება;
- შიდა დოკუმენტაციის დროული მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებში;
- ინვოისების სპეციალისტთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ინდივიდუალურ მეწარმეებთან ხელშეკრულებების მომზადება და ადმინისტრირება;
- განწესის აღება, კონტეინერების შენახვისა და მოცდენის დღეების კონტროლი;
- რელიზებისა და მინდობილობების გადამოწმება საზღავიო ხაზებთან და შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება;
- კონტეინერის დაზღვევა, აღრიცხვა, კონტროლი;
- კომპანიის ERP სისტემის (ODOO) დანერგვის შემდგომ პროცესებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების სურვილი.
- სასურველია CMR დოკუმენტაციის მომზადებისა და დამუშავების ცოდნა, თუმცა მზად ვართ განვიხილოთ მოტივირებული კანდიდატი, რომელიც მზად იქნება აღნიშნული მიმართულება სამუშაო პროცესში შეისწავლოს და განავითაროს.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
- მდებარეობა: ქ. ფოთი, ვ.ფშაველას ქ #66