ჩვენ შესახებ

Marine Shipping and Forwarding - რეგიონის ყველაზე სანდო და მულტიმოდალური ლოჯისტიკური სერვის-პროვაიდერი. MSF უზრუნველყოფს გადაზიდვებს ყველა მიმართულებით, აერთიანებს ციფრულ გადაწყვეტილებებს და ქმნის გამჭვირვალე, ზუსტ და ეფექტურ ლოჯისტიკურ სისტემას. MSF, როგორც მულტიპროფილური ლოჯისტიკური სერვის-პროვაიდერი, მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვებს, როგორც საკონტეინერო, აგრეთვე ნაყარი და გენერალური ტვირთების ტრანსპორტირებას, ციფრულ ლოჯისტიკას, გემების აგენტირების სერვისს, ასევე არაგაბარიტული ტვირთებისა და პირველი კატეგორიის სახიფათო ტვირთების გადაზიდვებს. MSF ფლობს საკუთარ ავტოპარკს და Genset აგრეგატებს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია, კომპანიისთვის კი საშუალება, თითოეული დავალება შესრულდეს ზუსტად და პროფესიონალურად. MSF მუდმივად ზრუნავს ხარისხზე.  არის სხვადასხვა საერთაშორიშო ლოჯისტიკური  ქსელების ოფიციალური წევრი, ისეთების როგორცაა Marco Polo Line და New Silk Road Network. MSF - გზა, რომელიც აკავშირებს ბიზნესს ზუსტად და დროულად. სიზუსტით, ნდობითა და პროფესიონალიზმით ვქმნით გლობალურ კავშირებს.

<