ორგანიზიიცს გაფართოების მიზნით,სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია “MSF” აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის (დოკუმენტაცია და ტრანსპორტირება) პოზიციაზე, ქ. ფოთში
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც უკვე აქვს ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს პროფესიული ზრდა.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მზად არის შეისწავლოს გადაზიდვების სრული ციკლი, გაიღრმაოს პრაქტიკული ცოდნა და ეტაპობრივად გაიზარდოს ლოჯისტიკის სპეციალისტიდან ლოჯისტიკის მენეჯერამდე.
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
რას გთავაზობთ:
- საწყის პორტფელს სამუშაოდ, რაც გულისხმობს კონკრეტული მიმდინარე ქეისებისა და ოპერაციების დამოუკიდებლად მართვასა და კონტროლს;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
- ლოჯისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, ინვოისი და სხვა);
- საზღვაო ფრახტების დათვლა და სატრანსპორტო ხარჯების/ტარიფების ზუსტი გაანგარიშება;
- საზღვაო ხაზებთან და აგენტებთან კომუნიკაცია (ფრახტის დათვლა, ბუქინგი);
- ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა;
- ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და მონიტორინგი;
- პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე;
- შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუმონიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
- კომპანიის ERP სისტემის (ODOO) დანერგვის შემდგომ პროცესებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- CMR-ის და HBL დამოუკიდებლად შედგენა, საბაჟო წესების შესაბამისად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- სასურველია საოპერაციო პროცესების პრაქტიკული ცოდნა: ფრახტების დათვლა; ბუქინგების ორგანიზება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია);
- ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი;
- საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ზოგადი ცოდნა;
- ლოჯისტიკურ ან სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
- მდებარეობა:ქ. ფოთი, ვ.ფშაველას #66